მზის სისტემა
მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრში მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი
მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.პლანეტა (ძვ. ბერძნ. πλανήτης–მოხეტიალე; ალტერნატიული ქართული სახელწოდებაა ცთომილი) არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი სხეული, რომელიც საკმაოდ მასიურია იმისათვის, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით მრგვალი ფორმა ქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის გულში ბირთვული რეაქცია დაიწყოს. ისტორიული კონსენსუსის თანახმადსაერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს რვა პლანეტას.
თანამგზავრი ერთ-ერთი ასტრონომიული ობიექტია. იგი თავისი პლანეტის გარშემო ბრუნავს და მასთან ერთად ვარსკვლავისგარშემო ტრიალებს. თანამგზავრი შეიძლება დიდი და შეიძლება პატარა იყოს. მაგალითად მთვარე, იგი დედამიწაზე 1/5-ჯერ პატარაა, მაგრამ არსებობს იმდენად მცირე თანამგზავრი, რომ მათი დანახვა თანამედროვე ტელესკოპებით, არც თუ ისე ადვილია. მაგალითად,მზის სისტემაში ყველაზე დიდ პლანეტას, იუპიტერს 63 თანამგზავრი ჰყავს. თუ იუპიტერს სამოყვარულო ტელესკოპით შეხედავთ, მაქსიმუმ 6 ან 7, ყველაზე დიდ თანამგზავრებს დაინახავთ. არსებობს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური თანამგზავრი.
ასტრონომები თვლიან, რომ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს ობიექტი, რომელიც მოძრაობს ცენტრალური სხეულის(პლანეტა, ასტეროიდი) გარშემო ისე, რომ ამ ობიექტის შემადგენელი სისტემის ბარიცენტრი იმყოფება სხეულის შიგნით.
თუ ბარიცენტრი არის ცენტრალური სხეულის გარეთ, სხეული კი არ უნდა ჩაითვალოს თანამგზავრად, არამედ სისტემის შემადგენელ ნაწილად(მაგ. ორი ან მეტი სხეული, ასტეროიდი).ამის მიუხედავად საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს თანამგზავრის მკაცრი განსაზღვრება ჯერ კიდევ არ განუსაზღვრია.
მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.
მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%).
რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა.
პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია – ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K )ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.
ენერა, მზის სისტემის ‘ურჩი პლანეტა’
ვენერა მეორე პლანეტაა მზიდან და მის გარშემო სრულ ბრუნს 224.7 დღეში აკეთებს.მზემდე მანძილი 108 მილიონი კმ. ზომით დაახლოებით დედამიწის ტოლია, მისი რადიუსი დაახლოებით 6,051 კმ-ია. მასაც თითქმის დედამიწის ტოლი 4.868 5 × 1024 კგ. ურჩი პლანეტა კი იმიტო ვუწოდე რომ ის სხვებისაგან განსხხვავებით მზის გარშემო თავის ღერძზე უკუღმად ტრიალებს. ღერძის გარშემო ბრუნს 243 დღეს ანდომებს.
დედამიწა:დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე.
მტვარე:მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა”-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384.403 კმ-ია, დიამეტრი — 3.476 კმ-ია.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).
მარსი:მარსი, ეს ის პლანეტაა, რომელიც უდიადეს ყურადღებას იქცევდა მე-20 საუკუნეში. პლანეტა, რომელზეც ზოგს იმდენად ეჯერა უცხო არსებების სიცოცხლე, რომ უამრავი ნაწარმოები დაიწერა მარსელებსა და მათს სტუმრობაზედ პლანეტასა ჩვენზედა.
ზოგი მეცნიერი ობსერვატორიაში ათენებდა და არც ადარდებდა, ის რომ მის ფორმულებით სავსე თავს ზემოთ ატომური ბომბები დაფრინავდნენ.
და მათი დაუღალავი შრომით, მეცნიერების, ტექნიკის განვითარებით დღეს უკვე ვიცით, რომ იქ სამთავიანი ხუთთვალა არსებები არ ცხოვრობენ. ახლა უკვე ალბათ იმ მანძილებზე გადავალთ რაც არც კი ვიცით ჯერ სად მთავრდება…ცირედი გადახვევის შემდეგ ცნობები მარსის შესახებ: მარსი მეხუთე პლანეტა მზიდან, 3,386 კმ რადიუსით, რაც თითქმის დედამიწის ნახევრის ტოლია.
მზიდან დაშორება 229 მილიონი კმ, ანუ დაახლოებით 3/2- ჯერ უფრო შორს ვიდრე დედამიწა და შესაბამისად მზისგან იღებს 2-3 ჯერ უფრო ნაკლებ სითბოს. შუადღისას ტემპერატურა 15-25 ცელსიუსამდე აღწევს ხოლო ღამით -60 ცელსიუსამდე ეცემა.საკუთარი ღერძის გარშემო სრულ ბრუნს ანდომებს 24საათსა და 37 წუთს.მზის ირგვლივ ორბიტაზე სრულ ბრუნს აკეთებს 687 დღეში.მარსის წითელი ფერის მიზეზი ზედაპირზე არსებული რკინის ოქსიდის დიდი რაოდენობაა. სწორედ მისი წითელი ფერის გამო ატარებს რომაული მითოლოგიის ომის ღმერთის სახელს.
იუპიტერი:იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში და მისი დიამეტრია 143.760კმ, ის მეხუთე პლანეტაა მზიდან 777მილიონი კმ დაშორებით.ის 5-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე დედამიწა იუპიტერის წელიწადი 12 (11.86) დედამიწისას უდრის სამაგიეროდ თავისი ღერძის გარშემო სწრაფად, 9,93 სთ-ში, შემობრუნდება.იუპიტერზე არ არის მყარი ზედაპირი. ატმოსფერრო შედგება ძირითადათ წყალბადით(86%) და ჰელიუმით(14%). მის ზედაპირზე მოჩანს სხვადასხვა ფერის ზოლები. შედარებით მუქი და ღია ფერით. ზედა ფენებიუფრო თეთრი. ასევე ვხედავთ შტორმის დიდ ადგილებს მას ატმოსფეროში გემპერატურა „ღრუბლების ზედა ფენებში -153გრადუს C_ს აღწევს.იუპიტერის გრავიტაციისაგან თავის დასაღწევათ საჭიროა 214,200კმ/სთ სიჩქარე რაც დედამიწის შემთხვევაში 40,200კმ/სთ ია.იუპიტერზე შეიმჩნევა დიდი წითელი რგოლი იქაური შტორმი რომელიც ტელესკოპში წითელი ლაქასავით მოჩანს 400 წელია არსებობს.იუპიტერს აქვს 63 თანამგზავრი მათ შორის 4 უდიდესია: განიმედი, იო, ევროპა და კალისტო რომელიც გალილეოს მთვარეებათ იწოდებიან, რადგან პირველად მან ნახა 1610 წელს მის მიერ გაკეთებული ტელესკოპით. იუპიტერს აქვს 4 თხელი რგოლი.ის უფრო მეტ ენერგიას გასცემს (სითბოს სახით) ვიდრე იღებს მზიდან. რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი იყო ღმერთთა მეფე და ცის მბრძანებელი
სატურნი:სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია – ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ ზე ( 10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ ( 9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ ( 9.58201720 ა. ე. ). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრი 120 540 კმ, პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
ურანი:
ურანი (ლათ. Uranus) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს.აფელიუმში მზიდან მანძილი 3 004 419 704 კმ -ს (20.08330526 ა.ე.) ტოლია, პერიფელიუმში 2 748 938 461 კმ ( 18.37551863 ა.ე.). ურანის საშუალო მანძილი მზიდან არის: 2 876 679 082 კმ (19.22941195 ა.ე.). ორბიტის ექსცენტისიტეტია 0.044405586, დახრა ეკლიპტიკის სიბრტყისადმი – 0°46´23″, გარემოქცევის სიდერული პერიოდია 84 წ 3 თვე 26 დღე.მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 6810 მ/წმ. მისი ეკვატორული დიამეტრია 51 120 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 49 960 კმ. ურანი დედამიწაზე 14,5 ჯერ მძიმეა.სიდერული ბრუნვის პერიოდია: 17 სთ 14 წთ 24 წმ. ურანის ზედაპირის ტემპერატურა მინიმალური არის -216 °C (57 °K), მაქსიმალური -196 °C (77 °K).
ნასა’ს ’’ვოიაჯერ 2’’ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია და ჯერჯერობით სხვა ექსპედიციები დაგეგმილი არ არის. ვოიაჯერი 1977 წელს გაიშვა და მან ურანუსის სიახლოვემდე 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია, რის შემდეგაც გზა ნეპტუნისკენ გააგრძელა.
ნეფტუნი:
mshvenieria :) :D
ОтветитьУдалить